გთხოვთ, გაეცნოთ მოხმარების წესებსა და პირობებს, თანხმობის შემთხვევაში კი განაგრძოთ შეკვეთის პროცედურა.

Five Sisters Pizza წარმოადგენს შპს „თაუნ ფუდის“ (ს/კ: 404605245) საკუთრებას.

შპს (შემდგომში მომსახურების მიმწოდებელი) და კლიენტი, რომელიც აფორმებს შეკვეთას sisterspizza.ge-ს ვებგვერდზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს პირადი მონაცემების შეტანით (შემდგომში – მომსახურებით მოსარგებლე), დებენ სამომხმარებლო შეთანხმებას sisterspizza.ge -ს ვებგვერდზე. ტერმინის ქვეშ – „ჩვენ“ იგულისხმება შპს „თაუნ ფუდის“ და მისი  წარმომადგენლობა, ხოლო ტერმინის ქვეშ – „თქვენ“ იგულისხმება შპს „თაუნ ფუდის“ ვებგვერდით (sisterspizza.ge) მოსარგებლე პირები. თქვენს მიერ sisterspizza.ge-ს ვებგვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები. მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  1. შეთანხმების საგანი

1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, „Five Sisters Pizza”- ის მიერ მის ვებგვერდზე წარმოდგენილი პროდუქტი და ამ პროდუქტის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას.
1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება sisterspizza.ge-ს მომსახურებაში.
1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.

  1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია

2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს თქვენი შეკვეთა თუ აქვს საკმარისი მარაგი. 2.2. შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 0.5-1 საათის განმავლობაში მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე.
2.2. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
2.3. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქტი.

  1. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია

3.1. მიაწოდოს „Five Sisters Pizza”-ს ზუსტი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი).
3.2. დროულად გამოართვას შეკვეთა „Five Sisters Pizza”-ს წარმომადგენელს.
3.2. განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება საკუთარი საბანკო ბარათით.
3.3. ყურადღებით გაეცნოს საკვები პროდუქტის შემადგენლობას ვებგვერდზე და განსაკუთრებული ალერგიულობის შემთხვევაში, დაწვრილებით გადაამოწმოს პროდუქტის შემადგენლობა „Five Sisters Pizza”-სთან, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ალერგიული რეაქცია, რომლის შემთხვევაშიც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.

  1. შეკვეთისა და გადახდის წესები

4.1. უნდა მიუთითოთ უბანი, რომელიც შედის „Five Sisters Pizza”-ს მიტანის სერვისის არეალში.
4.2. აირჩიეთ პროდუქტი/პროდუქტები სურვილისამებრ. არჩეული პროდუქტი ავტომატურად მოთავსდება კალათაში. საფასურში აისახება მიტანის სერვისის ღირებულებაც, თუ მანამდე მიტანის სერვისი გქონდათ მონიშნული.
4.3. გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია (ფეისბუქ ანგარიშით ან მობილური ნომერით). ამის შემდეგ სისტემა გადაგიყვანთ თქვენს „პროფილის“ გვერდზე, რომელზეც უნდა გადაამოწმოთ, რომ თქვენი მობილურის ნომერი სწორადაა მითითებული და თუ ნომერი არასწორია, მიუთითოთ მოქმედი ნომერი.
4.4. დაბრუნდით კალათაში და დააკლიკეთ გრაფას – „აირჩიეთ გადახდის მეთოდი“. გადადით გადახდის გვერდზე.
4.5. აირჩიეთ ანგარიშსწორების მეთოდი, უნაღდო ანგარიშსწორებისას გადახდა განახორციელეთ ტერმინალის მეშვეობით, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებისას გრაფაში ჩაწერეთ, რა კუპიურა გექნებათ (ნაღდი ანგარიშსწორების არჩევისას კუპიურის ჩაწერა სავალდებულოა).
4.6. კომენტარის გრაფის შესვსება ნებაყოფლობითია. სურვილის შემთხვევაში კომენტარის ველში შეგიძლიათ დამატებით ჩაწეროთ მისამართთან დაკავშირებული დეტალები (მაგ. სადარბაზო კარის კოდი), კერძთან დაკავშირებული კომენტარი ან სხვა შეკვეთის შესრულება-მოწოდებისათვის საჭირო ინფორმაცია.
4.7. მონიშნეთ, რომ ეთანხმებით ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს. 4.8. შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება გამოჩნდება თქვენს ეკრანზე. 4.9. ვებგვერდზე მოცემული ფასები მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.
4.8. ვებგვერდზე მოცემული ფასები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

4.9. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ზემოთ აღნიშნული შეკვეთის წესის გარდა, სხვა გზით განხორციელებული შეკვეთების თაობაზე.

  1. დასკვნითი დებულებები

5.1. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან, ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული ხელშეკრულება არ უქმდება. მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას, შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით. 5.2. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად და არ გააჩნია იურიდიული განმარტების არსი.
5.2. მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ მომხმარებელზე მოქმედებს თანაბრად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვირეკოთ: 032 2 11 22 05